ავტორი:

UFC 316-ს, სადაც მერაბ დვალიშვილი იბრძოლებს, დონალდ ტრამპი, მარკო რუბიო და ივანკა ტრამპი ესწრებიან (ფოტოები)

UFC 316-ს, სადაც მერაბ დვალიშვილი იბრძოლებს, დონალდ ტრამპი, მარკო რუბიო და ივანკა ტრამპი ესწრებიან (ფოტოები)

ნიუ იორკში ამ წუთებში UFC 316 მიმდინარეობს, სადაც მთავარი ბრძოლა მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის დაპირისპირებაა.

  • არენაზე მივიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან ერთად. მათთან ერთად არის ასევე დონალდ ტრამპის ქალიშვილი, ივანკა ტრამპი.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დონალდ ტრამპი შერეული საბრძოლო ხელოვნების დიდი გულშემატკივარია და ის ხშირად ესწრება UFC-ის მთავარ ივენთებს.

ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილი ბრძოლაზე ტრადიციულად, ჩოხით მივიდა. მის საგულშემატკივროდ ნიუ იორკში იმყოფებიან ალექსანდრე თოფურია და გურამ ქუთათელაძე.