კოლუმბიის პრეზიდენტობის კანდიდატს, მიგელ ურიბეს, ბოგოტაში საარჩევნო შეხვედრისას სამჯერ ესროლეს - სავარაუდოდ, ორჯერ თავში.
"მიგელი ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის, ვთხოვოთ ღმერთ, რომ დაეხმაროს გადარჩენაში", - აცხადებს მისი მეუღლე მარია კლაუდია ტარაზონა.
მედიაში თავდასხმის ამსახველი ვიდეო კადრებიც გავრცელდა, სადაც პანიკაში ჩავარდნილი ადამიანები ჩანან.
ურიბე კლინიკაში ვერტმფრენით გადაიყვანეს.
ის კოლუმბიის ცნობილი პოლიტიკური ოჯახიდანაა, რომელსაც კავშირები აქვს ქვეყნის ლიბერალურ პარტიასთან. მამა პროფკავშირის ლიდერი და ბიზნესმენი იყო. რაც შეეხება დედას, ის იყო ჟურნალისტი, რომელიც 1991 წელს, მედელინის ნარკოკარტელმა, მაშინ როცა მას პაბლო ესკობარი მართავდა, გაიტაცა და მოკლა.