UFC 316-ზე მერაბ დვალიშვილი-შონ ომალის რემატჩი შედგა და ქართველმა ჩემპიონმა მორიგი გამარჯვება იზეიმა.
ამ გამარჯვებით მერაბმა ჩემპიონის ქამარი უკვე მეორედ დაიცვა.
პირველი რაუნდი დვალიშვილის სრული დომინაციით წარიმართა.
მეორე რაუნდი შედარებით თანაბარი იყო, თუმცა მაინც მერაბს ჰქონდა უპირატესობა და საბოლოოდ, მეორე რაუნდიც მერაბის გამარჯვებით დამთავრდა. მესამე რაუნდში კი შონ ო'მალი დანებდა.
ცნობისთვის, ჩემპიონის ტიტული დავლიშვილმა პირველად სწორედ შონ ო'მალისთან გამარჯვების შემდეგ მოიპოვა. შემდეგ კი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და ქამარი დაიცვა.