შორსმფრენი კამიკაძე-დრონების მარაგის დაგროვებისა და დივერსიული ოპერაციების მოხშირების ხარჯზე უკრაინა რუსეთს ახლა უკვე არამარტო საზღვრისპირა რაიონებში ან სულაც რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ემუქრება, არამედ... წყნარი ოკეანის პორტებსა და სხვა ქვეყნების ტერიტორიბზეც კი.
აქამდეც ვრცელდებოდა მწირი ინფორმაციები იმის შესახებ, რომ სირიაში ჰმეიმიმის რუსულ საჰაერო ბაზაზე დრონების მოხშირებულ თავდასხმების უკან თითქოს უკრაინელი სამხედრო ინსტრუქტორები იდგნენ, ისევე როგორც აფრიკაში, მალიში მყოფ რუსული „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლებს დროდადრო ასევე უკრაინელი სპეცრაზმელები ესხმოდნენ თითქოს თავს...
The Washington Post-ი, უკრაინული სპეცსამსახურების წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინა ამზადებს მორიგ სერიოზულ დივერსიულ აქტს, ამჯერად რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის წინააღმდეგ... წაიკითხეთ ვრცლად