გერმანიის ქალაქ მიუნხენში დანით შეიარაღებულმა ქალმა გამვლელები დაჭრა, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Spiegel-ი ავრცელებს.
პოლიციამ თავდამსხმელის დაკავება ძალის გამოყენების გარეშე სცადა, თუმცა ქალმა დანა არ დააგდო და პოლიციელებმა ცეცხლი გახსნეს.
თავდამსხმელი მიუნხენის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.