ქართული ისტებლიშმენტის სურვილი, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდეს, უტოპიას წარმოადგენს, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოლეგ ბარციცმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
"ეს იმის შედეგია, რომ საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ ფანტომური ტკივილები ჯერ კიდევ არ არის დაძლეული. ქართული ისტებლიშმენტის მნიშვნელოვან ნაწილს კვლავ სურს, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდეს. ეს უტოპიაა“, - განაცხადა ბარციცმა.
მისი თქმით, "საქართველოში ზოგიერთ საღად მოაზროვნე პოლიტიკოსს უკვე ესმის, რომ აფხაზეთი მათ შემადგენლობაში არ დაბრუნდება, თუმცა ისინი ამას ხმამაღლა არ ამბობენ“.