ავტორი:

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა  კაბო-ვერდესთან ფრე ითამაშა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა  კაბო-ვერდესთან ფრე ითამაშა

ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე კაბო-ვერდეს დაუზავდა. მატჩი ანგარიშით 1:1 დასრულდა.

თავიდან თამაში ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, ჩვენი გუნდიდან მომენტები გაგნიძემ და გოჩოლეიშვილმა ვერ გამოიყენეს. შანსები სტუმრებსაც მიეცათ, თუმცა გუგეშაშვილმა "ჯვაროსნები“ ორჯერ გადაარჩინა. სადღაც 25-ე წუთიდან უპირატესობას ჩვენი მეტოქე დაეუფლა, მაგრამ გატანა ვერ შეძლეს/ შესვენებაზე გასვლის წინ კი საქართველოს ნაკრები თავურით ლობჟანიძემ დააწინაურა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა, გუგეშაშვილმა და გრასას დარტყმული რთული ბურთი მოიგერია. ქართველ ფეხბურთელებს ბურთის დაჭერა და მოწინააღმდეგის კარზე იერიშების მიტანა უჭირდათ, მენდეშის დარტყმული ბურთი საჯარიმოში ხელზე დვალს მოხვდა. მეტოქემ პენალტით ანგარიში გაათანაბრა.

sportall.ge