ავტორი:

უკრაინამ რუსეთის სტრატეგიულ საწარმოს და სხვა ოლქებს შეუტია - შეჩერდა აეროპორტების მუშაობა, არიან დაჭრილები

უკრაინამ რუსეთის სტრატეგიულ საწარმოს და სხვა ოლქებს შეუტია - შეჩერდა აეროპორტების მუშაობა, არიან დაჭრილები

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღამის განმავლობაში ღამის განმავლობაში, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის თავზე 49 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი „გაანადგურეს და ჩაჭრეს“.

  • კერძოდ, კურსკისა და ნიჟნი ნოვგოროდის ოლქების ტერიტორიებზე ჩამოაგდეს 13 დრონი, ვორონეჟისა და ორიოლის ოლქების ტერიტორიებზე - 9 უპილოტო საფრენი აპარატი, 2 ბრიანსკის ოლქზე და 1 ბელგოროდის ოლქზე.

რუსეთის ფედერაციის ჩუვაშის რესპუბლიკის ქალაქ ჩებოქსარში დრონით თავდასხმის შედეგად ქარხანა „ვნიირ-პროგრესში“ ხანძარი გაჩნდა, რის გამოც ქარხანამ მუშაობა შეაჩერა.

„ასტრა“ იუწყება, რომ ქარხანა რუსული არმიისთვის „კომეტას“ სატელიტური სიგნალის მიმღებებს აწარმოებს, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების დრონებს უკრაინული რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებისგან იცავს.

“ვნიირის“ ტერიტორიაზე ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, რის გამოც თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებულ იქნა პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილება წარმოების დროებით შეჩერების შესახებ. კიდევ ერთი დრონი ჩებოქსარისა და კრასნოარმეისკის მუნიციპალური ოლქების მინდვრებში ჩამოვარდა - ადამიანებს საფრთხე არ ემუქრება“, - აღნიშნა ოლეგ ნიკოლაევმა.

მისი მტკიცებით, დრონებით თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

  • თავდასხმების გამო, რუსეთის 4 აეროპორტში - ყაზანის, ნიჟნი ნოვგოროდის, სარატოვისა და ტამბოვის აეროპორტებში, ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დროებითი შეზღუდვები დაწესდა.

მისი განცხადებით, თვითმფრინავების ეკიპაჟები, ფრენის დისპეტჩერები და აეროპორტის სამსახურები ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ზომას იღებენ.

ბელგოროდში, უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

ერთ-ერთს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, თუმცა ორივე კლინიკაში, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

წყარო