“რიყის დოქების“ მფლობელი კვლავ შეიცვალა, საჯარო რეესტრის მონაცემებით, “რიყე დომ“-ის მესაკუთრემ კომპანია 2025 წლის 3 ივნისს გაასხვისა.
ამავე მონაცემების მიხედვით, “მაქრო ფროფერთმა“ “რიყე დომ“-ში წილები 2 840 000 აშშ დოლარად შეიძინა. ამასთანავე, წილების ახალი მესაკუთრე ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ “რიყე დომს“ GLOBAL VICTORY TRUST-თან ფინანსური ვალდებულება აქვს და აცხადებს, რომ სამ ეტაპად გადაუხდის კომპანიას ჯამში 10.6 მილიონ ლარს.
შპს “მაქრო ფროფერთი“ სამეწარმეო რეესტრში 2025 წლის აპრილში დარეგისტრირდა. კომპანიაში დირექტორის პოზიციას იკავებენ ბიზნესმენი მიხეილ ტყეშელაშვილი და თურქეთის მოქალაქე ომერ ქირაჩი. წილებს სრულად ფლობს შპს “მაქრო ქონსთრაქშენი“. თავის მხრივ, 2013 წელს რეგისტრირებული “მაქრო ქონსთრაქშენის“ წილებს სრულად ფლობს თურქეთის მოქალაქე ემინ უჩარი. იხილეთ ვრცლად