ავტორი:

სადაც ახალი ძველს ბუნებრივად აგრძელებს! - ახალი დეველოპერული კომპანია თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ახალ სიცოცხლეს აძლევს და სათავო ოფისს ხსნის!

სადაც ახალი ძველს ბუნებრივად აგრძელებს! - ახალი დეველოპერული კომპანია თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ახალ სიცოცხლეს აძლევს და სათავო ოფისს ხსნის!

დეველოპერულმა კომპანია “ჰოუმერმა" ივ. ჯავახიშვილის მოედანზე #1-ში, სათავო ოფისი გახსნა და სტუმრებს თავისი ხედვები, ღირებულებები და ახალი პროექტი წარუდგინა.

“ჩვენთვის ეს სივრცე მხოლოდ ოფისი არ არის, ეს არის უწყვეტი კავშირი ჩვენს კულტურასთან, ისტორიასთან, ჩვენს ღირებულებებთან და ხედვასთან. ამ წუთიდან კი ეს არის - ნაბიჯი მომავალში”- ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკოლოზ მეძმარიაშვილი.

დეველოპერული კომპანია “ ჰოუმერი” 2024 წელს დაფუძნდა.

კომპანიის მიზანი გაცილებით მეტია, ვიდრე სახლების აშენება — ეს არის მკაფიო მისწრაფება და სურვილი ქალაქს შემატოს განაშენიანების ჰარმონია და საქმიანობას — ღრმა საზოგადოებრივი სარგებელი.

“როდესაც ამ ადგილას პირველად მოვხვდით, წამშივე ვიგრძენით, რა უნდა გაგვეკეთებინა: როგორ შეგვეკავშირებინა ერთმანეთთან კომპანიის საჭიროებები- თანამედროვე, ფუნქციური და შინაარსიანი გარემო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან. ჩვენ ვიცოდით, რომ ამ ადგილს სჭირდებოდა არა ჩარევა, არამედ ფრთხილი გამოღვიძება” - ამბობს ბიზნესისა და პროდუქტის განვითარების ხელმძღვანელი სოფო პატარაია.

აღდგენით პროცესში შენარჩუნდა შენობის ავთენტური ელემენტები - კიბის უჯრედი, რომელიც წარსულში საცხოვრებელი სახლის სადარბაზო იყო, ახლა კი ოფისის ცენტრალურ მოძრაობას უზრუნველყოფს. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ისტორიული სარკმლის შენარჩუნება, რომელიც ბუნებრივ სინათლეს საოცრად ანაწილებს სივრცეში და დღის სხვადასხვა მონაკვეთში შუქ-ჩრდილების თამაშს ქმნის.

“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება საკუთარი თავი დაგვეკავშირებინა ქალაქის მეხსიერებასთან. ავარჩიეთ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ისტორიული შენობა, მივეცით მას ახალი სიცოცხლე და ჩვენი ხედვის სიმბოლოდ ვაქციეთ” - ნიკოლოზ მეძმარიაშვილი- კომპანია Homer-ის გენერალური დირექტორი.

"ჰოუმერისთვის ოფისის გახსნა არ არის მხოლოდ ფუნქციური სივრცის შექმნა. ეს ჩვენი ღირებულებების ხელშესახები გამოხატულება – პატივისცემა ისტორიისადმი, გარემოსადმი და იმ კონტექსტისადმი, სადაც ვმუშაობთ" – აცხადებენ კომპანიაში.

“ჰოუმერის” ახალი ოფისი მაგალითია იმისა, ერთდროულად როგორ უნდა მოხდეს წარსულის შენარჩუნება და მომავლის პროექტირება. სწორედ ხედვის ამ ჭრილში ვითარდება ჰოუმერის ახალი საცხოვრებელი პროექტი — "ჰოუმერ ალფა", რომელიც მომხმარებელს მაღალი სტანდარტის, კომფორტულ და თანამედროვე ცხოვრებას დიღომში, ამერიკის საელჩოსა და ოლიმპიური აუზის მიმდებარედ სთავაზობს.

„ჰოუმერ ალფა“ თავისი განსაკუთრებული ხელწერითა და ესთეტიკით, მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ქალაქის ჰარმონიული განაშენიანებისა და განვითარების ახალი სტანდარტების დამკვიდრებაში. ეს არის სახლი, სადაც ყველაფერი მუშაობს, სადაც ყველა დეტალი ისეა დაგეგმილი, რომ მან ჩვენი მაცხოვრებლების გრძელვადიანი კმაყოფილება და ბედნიერება უზრუნველყოს“ - ამბობს კომპანიის კომერციული დირექტორი სალომე ლაზიშვილი.

ინფრასტრუქტურული განვითარება 7,300 კვადრატული მეტრის ფარგლებში ისეა დაგეგმილი, რომ ყველა სივრცემ ეფექტურად იმუშაოს.

პროექტი მოიცავს 4 საცხოვრებელ კორპუსს, მწვანე რეკრეაციულ ზონას, ბავშვების გასართობ და შინაური ცხოველების სეირნობისთვის ცალკე გამოყოფილ სივრცეს. ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულებისთვის გათვალისწინებულია სავარჯიშო ტერიტორია და სტადიონი, პროექტიდან 3 წუთის სავალზე კი მდებარეობს ისეთი უნიკალური სპორტული ინფრასტრუქტურა, როგორიცაა: რაგბის სტადიონი, ოლიმპიური აუზი, ყინულის მოედანი, საფეხბურთო სკოლა, ტანვარჯიშისა და კალათბურთის დარბაზები.

„ჰოუმერ ალფა“ იქნება პირველი საცხოვრებელი სახლი საქართველოში, რომლის მოხატული ფასადი გარემოს სრულიად განსხვავებულ ესთეტიკას ანიჭებს და აქ ცხოვრებას განსაკუთრებულს ხდის.

გარდა ამისა, მთელ პროექტში გათვალისწინებულია ჭკვიანი სახლის სისტემები, რომლებიც დაკავშირებულია ლიფტებთან, შენობაში გადაადგილებასთან, უსაფრთხოებასთან და სტუმრების მისაღების კომფორტთან.

“ჰოუმერის” სათავო ოფისის გახსნის ცერემონიამ თბილ და სასიამოვო გარემოში ჩაიარა — ძველი თბილისის განწყობა და სივრცის არქიტექტურული შინაარსი საქსაფონისა და ვიოლინოს ცოცხალმა მუსიკამ შეავსო.

ცერემონიას ესწრებოდა ყველა ის პარტნიორი, რომელიც კომპანიისა და ბრენდის შექმნაში მონაწილეოებდა. ასევე პარტნიორები, რომლებიც ამ ეტაპზე “ჰოუმერ ალფას” მშენებლობის თუ განვითარების სხვა პროცესებში არიან ჩართული. აქვე მოწვეულები იყვნენ ადამიანები, რომლებმაც სახლი უკვე შეიძინეს და მომავალში ამ გამორჩეული პროექტის მაცხოვრებლები იქნებიან.

R