ავტორი:

ძლიერი ლეპტოპის ყიდვა გსურს, მაგრამ ძვირია?

ძლიერი ლეპტოპის ყიდვა გსურს, მაგრამ ძვირია?

დღესდღეობით ლეპტოპი ბევრისთვის უბრალოდ ტექნიკა კი არა – ცხოვრების აუცილებელი ნაწილია.სწავლის, მუშაობის, კონტაქტის, შთაგონებისა და განვითარების მთავარი იარაღი. მაგრამ როდესაც რეალურად გჭირდება ძლიერი კომპიუტერი – აღმოჩნდება, რომ ან ძალიან ძვირია, ან ძალიან სუსტია, ან არ გყავს, ვინც სწორად აგარჩევინებს.

როდესაც კარგი ლეპტოპის შეძენა მინდა, როგორ მოვიქცე?

დღეს ბაზარზე ორი ძირითადი კატეგორიის ლეპტოპია ხელმისაწვდომი:

  • ახალი – ბრენდული, გაუხსნელი ყუთით და სრული გარანტიით, მაგრამ ხშირად დაბალი ტექნიკური შესაძლებლობებით, თუ ბიუჯეტური სეგმენტიდან ირჩევ.
  • მეორადი – უცნობი ისტორიის მქონე, გარანტიის გარეშე, სარისკო არჩევანი.

მომხმარებლების ძირითად ნაწილისთვის ამ ორი კატეგორიიდან არცერთი არ არის სრულად მისაღები. კომპანიამ Laptops.ge, რომელიც 2019 წლიდან ლეპტოპების მიმართულებით წარმოდგენილია მაღაზიით და მომსახურების ტექნიკური ცენტრით, წარმოადგინა ახალი პროდუქტი “განახლებული ლეპტოპი”.

რა არის განახლებული ლეპტოპი?

  • კომპანიას საქართველოში ამერიკიდან შუამავლების გარეშე შემოაქვს კორპორატიული მეორადი ლეპტოპები
  • ხდება ლეპტოპის სრული დიაგნოსტიკა, ვიზუალური და ტექნიკური დათვალიერება
  • ხდება გაგრილების სისტემის სრული განახლება (იცვლება თერმოპასტა და სრულად სუფთავდება ჰაერის გამყვანი სისტემა)
  • მონტაჟდება ახალი ნაწილები - იცვლება ცვეთადი ნაწილები (მყარი დისკი, მეხსიერებები, ელემენტი)
  • ყენდება ლიცენზირებული Windows და ყველა საჭირო პროგრამა (დიახ, ამერიკაში ყველა ლეპტოპს ლიცენზირებული ოპერაციული სისტემა მოყვება, რომელიც ცალკე რომ გეყიდათ რამდენიმე ასეული ლარი ღირს)
  • ბოლოს კი ლეპტოპი გადის ტესტირებას მაქსიმალური დატვირთვით

შედეგად იღებ ტექნიკურად გამართულ, შემოწმებულ მოწყობილობას, რომელიც მუშაობს ისე, თითქოს ახალი იყიდე — უბრალოდ ბევრად იაფად.

რატომ ირჩევენ Laptops.ge-ს სტუდენტები, მშობლები, მასწავლებლები და პროფესიონალები?

  • სანდოობა: ყველა ლეპტოპს მოჰყვება სრული გარანტია
  • მზაობა მუშაობისთვის: კომპიუტერი უკვე კონფიგურირებულია, მზად არის პირდაპირ გამოსაყენებლად
  • დახმარება არჩევანში: გთავაზობთ უფასო კონსულტაციას — გირჩევთ მოდელს თქვენი საჭიროებების მიხედვით (ლეპტოპები სახლისთვის, სპეციფიური საქმისთვის, სასწავლო პროცესისთვის, თამაშებისთვის, სამოგზაუროდ, თხელი თუ მსუბუქი და სხვა, 250+ მოდელიდან მარტივად არჩევთ)
  • გადახდის მოქნილობა: გვაქვს შეძენის ნებისმიერი ფორმა, ონლაინ განვადება და უფასო მიწოდება ქვეყნის მასშტაბით
  • საჩუქრები: ყველა განახლებულ ლეპტოპს 3-მდე საჩუქარი მოყვება (ჩანთა, უსადენო მაუსი ან გარე მყარი დისკი და სხვა)

ყველაზე ხშირი კითხვა:

ძალიან იაფად ვნახე ახალი ლეპტოპი, მემგონი კარგი აქციაა, ვიყიდო?

ჩვენი პასუხია - ჯერ კარგად დაფიქრდი! რატომ? იმიტომ რომ ბევრი ბიუჯეტური „ახალი“ ლეპტოპი იყენებს ძველ თაობის ნაწილებს, ნელ SSD მყარ დისკს, დაბალი მოცულობის მეხსიერებას, დაბალი ხარისხის ეკრანს, შედეგი? რამდენიმე თვეში ხვდები, რომ შენს მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და ისევ თავიდან გაქვს ლეპტოპი საყიდელი.

განახლებული ლეპტოპი კი შემოთავაზებულია პრემიუმ, მაღალი ხარისხის კატეგორიებიდან, შედარებით დაბალ ფასად, მაგრამ გაცილებით ძლიერი მონაცემებით.

საქართველოში ბევრი მომხმარებელი არა ტექნიკური მონაცემებით, არამედ ფასით არჩევს კომპიუტერს. ჩვენი მიზანია ამ პროცესში დაგეხმაროთ – არა მხოლოდ სასარგებლო შენაძენის გაკეთებით, არამედ სწორი ინფორმაციის მიწოდებითაც.

თუ გჭირდება ძლიერი პრემიუმ ლეპტოპი და არ გსურს ზედმეტი საფასურის გადახდა, გადახედე ჩვენს კატეგორიებად დახარისხებულ შემოთავაზებებს. საიტიდანვე მარტივად მოგვწერე ან დაგვირეკე და ჩვენი პროფესიონალი ტექნიკური კონსულტანტები უპასუხებენ თქვენს ყველა შეკითხვას.

NS