ავტორი:

“ვამპირების“ საიდუმლო საზოგადოება - როგორ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც სისხლს სვამენ და ისტორიულ კოშკებში ცხოვრობენ

“ვამპირების“ საიდუმლო საზოგადოება - როგორ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც სისხლს სვამენ და ისტორიულ კოშკებში ცხოვრობენ

“განგსტერები. ექიმები. პოლიტიკოსები. მუსიკოსები - რა აქვთ საერთო ამ განსხვავებული პროფესიის ადამიანებს?

ისინი ავსტრალიელი “ვამპირების საიდუმლო საზოგადოების“ წევრები არიან,“ - ამის შესახებ nypost წერს და „ვამპირების ეზოს“ ცხოვრების სტილის შესახებ შოკისმომგვრელ დეტალებს აქვეყნებს.

  • როგორც აღმოჩნდა, ავსტრალიაში არსებობს საიდუმლო საზოგადოება, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ისინი “ნამდვილი ვამპირები“ არიან და ერთად ცხოვრებას არჩევენ. სვამენ ადამიანის სისხლს, იკეთებენ ქირურგიულ ჩარევას, რომ ეშვები დაიგრძელონ და ა.შ.

Nypost-მა რამდენიმე მათგანთან გასაუბრება შეძლო.

  • სიდნეის მკვიდრი კრისტალი აცხადებს, რომ ვამპირებმა მისი სისხლი მისი თანხმობის გარეშე დალიეს და დალევა მასაც აიძულეს.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ის სიდნეის მდიდარ გარეუბან ვოკლუზის სასახლეში მდიდრულ წვეულებაზე მიიწვიეს, მაშინ ის მხოლოდ 18 წლის იყო. როგორც კრისტალი ამბობს, იმ დროს გოთური კულტურით იყო გატაცებული. სახლი კი მეგობრის მამის ერთ-ერთ მეგობარს ეკუთვნოდა, რომელიც მედდა იყო.

„ისინი უბრალოდ კოსტიუმებში იდგნენ და ანიმეს უყურებდნენ. არაფრის ერიდებოდათ“, - განუცხადა კრისტალმა news.com.au-ს და აღწერა, თუ როგორ მოჰყვა უცნაურ იაკუძებისა და ტრიადების (იაპონური და ჩინური მაფიის სახელები) ჯგუფში.

მისი თქმით, შამპანურის ჭიქა მისცეს, დალევის შემდეგ დივანზე ჩამოჯდა და გონება დაკარგა. როდესაც გაიღვიძა, სხეულზე “ნაკბენები“ და დაზიანებები აღმოაჩინა. მოგვიანებით კი წვეულებაზე უთხრეს, რომ “ვირუსი ჰქონდა“.

როგორც ქალი ჰყვება, ინციდენტის შესახებ პოლიციისთვის არაფერი უთქვამს. შემდეგ სასწავლებლად ნიუკასლში გადავიდა, სადაც ადგილობრივი სასამართლოს წევრებს შეხვდა.

სწორედ მათ აიძულეს ერთ საღამოს, კრისტალი რომ ბოთლიდან რაღაც დაელია - ეს იყო ალკოჰოლთან შერეული ადამიანის სისხლი.

„მათ თქვეს: „დროა შემოგვიერთდე... შენ არ გაქვს სხვა არჩევანი,“ - ამბობს კრისტალი.

კრისტალი თვლის, რომ ვამპირები ძილის დროს იკვებებოდნენ მისით. ის ინციდენტის შესახებ დუმდა, რადგან სასამართლოს მხარეს „გავლენიანი პირები“ იყვნენ.

„იქ ექიმები, ექთნები, ბიზნესის მფლობელები და მუსიკოსები არიან. ეს ძალიან გასაიდუმლოებულია. გარეგნულად ისინი ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობენ“ - ამბობს ის.

  • გამოცემის მიხედვით, სიდნეის ვამპირების ჯგუფს ხელმძღვანელობს ჯეისონ დე მარკო.

ის ასევე “ლიბერალური პარტიის“ საარჩევნო შტაბის თანამშრომელია.

ჯეისონის თქმით, ვამპირობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა და დღემდე აქვს განცდა, რომ თუ სისხლს არ დალევს, მოკვდება.

თუმცა, სხვები მას ფსიქიკურად არაჯანსაღ პიროვნებად მიიჩნევენ.

  • როგორც ცნობილია, დღესდღეობით “საერთაშორისო ქსელი “ვამპირების ბალი“ არსებობს რუმინეთში, შეერთებულ შტატებსა და ავსტრალიაში.

ერთ-ერთი ვამპირი, რომელმაც საკუთარი ვინაობის დამალვა არ ისურვა, რუმინეთში მცხოვრები ანდრეას ბატორია.

ის ტრანსილვანიაში, ბრანის ციხის უზარმაზარ ტერიტორიაზე ცხოვრობს.

ბატორი ორდო ტრანსილვანიაში დაფუძნებული ვამპირების სასამართლოს ლიდერია. და ის ამბობს, რომ სულ უფრო მეტი ავსტრალიელი უერთდება მას.

წყარო