ავტორი:

დაკარგული ინდოელი პატარძალი, თაფლობის თვეში მისი ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს - სასტიკი საქმის დეტალები

დაკარგული ინდოელი პატარძალი, თაფლობის თვეში მისი ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს - სასტიკი საქმის დეტალები

ინდოეთის პოლიციის ცნობით, ინდოელი პატარძალი, რომელიც თაფლობის თვის გასატარებლად მეუღლესთან ერთად მეგჰალაიას პატარა შტატში წავიდა, ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

ქალი ქორწილიდან რამდენიმე დღის შემდეგ გაუჩინარდა, ახალგაზრდა მამაკაცი კი სასტიკად ნაცემი და მოკლული იპოვეს.

თავდაპირველად პატარძალი გაუჩინარებული იყო და წყვილის ოჯახები ვარაუდობდნენ, რომ ისიც მოკლეს. თუმცა, როგორც მედია წერს, ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა.

  • პოლიცია ამტკიცებს, რომ 25 წლის სონამ რაგუვანშიმ მისი 30 წლის ქმრის, რაჯუს მოსაკლავად 4 ადამიანი დაიქირავა. ისინი დაკავებულები არიან.

ახალდაქორწინებულებმა თაფლობის თვის გასატარებლად ინდოეთის ულამაზესი ხეობა - მეგჰალაია აირჩიეს, რადგან სმენიათ, რომ იქ „ძალიან ლამაზი ადგილები“, - იყო, განუცხადა რაჯას ძმამ, საჩინ რაგჰუვანშიმ, BBC-ს.

წყვილი 11 მაისს ინდორში დაქორწინდა, ცერემონია ორივე ოჯახის მიერ იყო კურთხეული.

ისინი მეგჰალაიაში 20 მაისს გაემგზავრნენ, თუმცა, მოგზაურობის დაწყებიდან ოთხი დღის შემდეგ მათი კვალი დაიკარგა.

პოლიციამ და სამაშველო ჯგუფებმა რაჯას ცხედარი ხევში ერთი კვირის შემდეგ იპოვეს. ის სასტიკად იყო ნაწამები და მოკლული, საფულე, ოქროს ბეჭედი და ჯაჭვი კი დაკარგული ჰქონდა.

ორშაბათს დილით კი მეგჰალაიას პოლიციის გენერალურმა დირექტორმა, იდაშიშა ნონგრანგმა, განაცხადა, რომ ქალი პოლიციის განყოფილებას თავად ჩაბარდა.

წყარო

იხილეთ ასევე: