რუსეთი ყველაფერს გააკეთებს უკრაინიდან მომავალი ტერორისტული საფრთხის რისკის ზრდის ჩასახშობად და რუსეთის მოქალაქეების დასაცავად, თუმცა კიევის ტერორისტული აქტივობის ფონზე მნიშვნელოვანია მოსახლეობის სიფხიზლის გაზრდა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს ტერორისტული საფრთხის გაზრდის რისკები.
"ჩვენ ვხედავთ მათ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩავახშოთ და ზიანი არ მიაყენონ ჩვენს მოქალაქეებს“, - აღნიშნა ლავროვმა.