უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ტყვეების გაცვლის პროცესი დღეს დაიწყო და რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.
"პროცესი საკმაოდ რთულია, ბევრი სენსიტიური დეტალია, მოლაპარაკებები პრაქტიკულად ყოველდღე გრძელდება. ველით, რომ სტამბოლში შეხვედრაზე მიღწეული ჰუმანიტარულ საკითხებზე შეთანხმებები სრულად შესრულდება. მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ყველა დაბრუნდეს" - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
გათავისუფლებულთა უმეტესობა ტყვეობაში 2022 წლიდან იმყოფებოდა.
პირველ ეტაპზე, დაბრუნებულთა კატეგორიებში შედიან დაჭრილები და მძიმედ დაჭრილები, ასევე 25 წლამდე ასაკის პირები.
“ჩვენ ველით, რომ სტამბოლში შეხვედრის დროს მიღწეული, ჰუმანიტარულ საკითხებზე შეთანხმებები სრულად შესრულდება“, - დაწერა ზელენსკიმ.
ეს მხოლოდ პირველი ნაწილია ფართომასშტაბიანი გაცვლისა, რომელიც მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში გაგრძელდება.
ასევე გრძელდება მუშაობა დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრების რეპატრიაციაზე.