კალიფორნიის გუბერნატორის განცხადებით, ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის ჯარისკაცების გაგზავნის გამო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უჩივლებს.
მანამდე, გევინ ნიუსომმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის ჯარისკაცების გაგზავნის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას "დიქტატორის ქმედება“ უწოდა.
შეგახსენებთ, ლოს-ანჯელესში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2 000 ჯარისკაცის გაგზავნის ბრძანება გასცა. პოლიციის ცნობით, კვირას ლოს-ანჯელესში 27 ადამიანი, ხოლო სან-ფრანცისკოში 60 ადამიანი დააკავეს.