ავტორი:

აშშ-ში აფრენიდან მალევე ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 20 ადამიანი იმყოფებოდა

აშშ-ში აფრენიდან მალევე ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 20 ადამიანი იმყოფებოდა

აშშ-ში, ტენესის შტატში, თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წამში ჩამოვარდა. შედეგად რამდენიმე მგზავრი დაშავდა, არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაღუპულა. კატასტროფის დროს ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის წევრები.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თვითმფრინავს აფრენიდან მალევე შეექმნა "უცნობი პრობლემა“, რამაც მისი ჩამოვარდნა გამოიწვია.

ოფიციალური პირები მოსახლეობას მოუწოდებენ, გამოძიების პროცესში ტერიტორიის მონახულებისგან თავი შეიკავონ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ფედერალური საავიაციო სამსახური (FAA). გამოძიებას ეროვნული ტრანსპორტისა და უსაფრთხოების საბჭო (NTSB) გადაიბარებს.

წყარო