ავტორი:

ვაჟა სირაძემ თანამდებობა დატოვა - საპატრულო პოლიციის ახალი უფროსი ლევან მაისურაძეა

ვაჟა სირაძემ თანამდებობა დატოვა - საპატრულო პოლიციის ახალი უფროსი ლევან მაისურაძეა

არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ თანამდებობა დატოვა.

  • საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალ დირექტორად ლევან მაისურაძე დაინიშნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ახალ უფროსად უკვე ლევან მაისურაძეა მითითებული.

ლევან მაისურაძე წარსულში აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე, ასევე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს უფროსის პოზიციაზე მუშაობდა.

რაც შეეხება ვაჟა სირაძეს, ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა.