დონალდ ტრამპის განცხადებით, კალიფორნიის გუბერნატორის დაპატიმრებას მხარს უჭერს.
შაბათს, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ე.წ. საზღვრის მეფე, ტომ ჰომენი ლოს-ანჯელესში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე კალიფორნიის გუბერნატორს, გევინ ნიუსომსა და ლოს-ანჯელესის მერს, კარენ ბასს დაპატიმრებით დაემუქრა.
"ტომის ადგილას მე ამას გავაკეთებდი. ეს შესანიშნავია. გევინს ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს, მაგრამ ვფიქრობ, ეს შესანიშნავი იქნებოდა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას ნიუსომი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "იმედი ჰქონდა, ვერასდროს ნახავდა იმ დღეს, როცა აშშ-ის პრეზიდენტი მოქმედი გუბერნატორის დაკავებას მოითხოვდა“.
"არ აქვს მნიშვნელობა, "დემოკრატი“ ხარ თუ "რესპუბლიკელი“, ეს არის ზღვარი, რომლის გადაკვეთაც, როგორც ერს, არ შეგვიძლია. ეს ავტორიტარიზმისკენ გადადგმული აშკარა ნაბიჯია“, - დაწერა კალიფორნიის გუბერნატორმა X-ზე.