ავტორი:

TikTok-ის ვარსკვლავი, ხაბი ლეიმი აშშ-ის საემიგრაციო სამსახურმა დააკავა - რა გახდა მიზეზი?

TikTok-ის ვარსკვლავი, ხაბი ლეიმი აშშ-ის საემიგრაციო სამსახურმა დააკავა - რა გახდა მიზეზი?

“აშშ-ის იმიგრაციის აგენტებმა დააკავეს და შემდეგ „ნებაყოფლობით გამგზავრების“ ნება დართეს მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ TikToker-ს, ხაბი ლეიმს“, - ამის შესახებ France24 წერს.

  • სააგენტოს ინფორმაციით, აშშ-ის საემიგრაციო სამსახურმა 25 წლის ვარსკვლავი ლას-ვეგასის აეროპორტში, საიმიგრაციო წესების დარღვევისთვის დააკავა. მიზეზი კი მისი ტურისტული ვიზის ვადის გასვლაა.

ხაბი ლეიმი აშშ-ში 30 აპრილს შევიდა, თუმცა “ვიზის ვადას გადააცილა“, რაც დაკავების მიზეზი გახდა. ის იმავე დღეს გაათავისუფლეს და ქვეყნის "ნებაყოფლობით დატოვების" უფლება მისცეს.

იტალიის მოქალაქეობის მქონე, წარმოშობით სენეგალელი, 25 წლის TikTok-ის ვარსკვლავს, მხოლოდ TikTok-ზე 162 მილიონი გამომწერი ჰყავს. ის არის UNICEF-ის კეთილი ნების ელჩი. ის ცნობილი გახდა თავისი მოკლე, ჩუმი ვიდეოებით, რომლებიც დასცინის ინტერნეტში გავრცელებულ დამაბნეველ რჩევებს.

კონტენტის შექმნის იდეა მას ტურინის მახლობლად, საცხოვრებელ კომპლექსში სეირნობისას მოუვიდა, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა მას შემდეგ, რაც მან 2020 წლის მარტში ქარხანაშ, მექანიკოსის სამსახური დაკარგა.

Forbes-ის ცნობით, მან 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის სექტემბრამდე დაახლოებით 16.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.