ავტორი:

რა ქონებით ტოვებს ზვიად ხარაზიშვილი თანამდებობას?

რა ქონებით ტოვებს ზვიად ხარაზიშვილი თანამდებობას?

ზვიად ხარაზიშვილმა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის პოსტი დატოვა. შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ მას ამ თანამდებობაზე რომან ქარცივაძე ჩაანაცვლებს.

  • შეგახსენებთ, ზვიად ხარაზიშვილი სანქცირებულია არაერთი ქვეყნის მიერ. კერძოდ, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა მას სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესა. ამასთანავე, მის წინააღმდეგ ამერიკას, დიდი ბრიტანეთსა და ჩეხეთს დაწესებული აქვთ ეკონომიკური, ფინანსური, სავიზო და სამოგზაურო ტიპის სანქციებიც.

"ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს ზვიად ხარაზიშვილი.

როგორც IDFI-ს ამ ბაზაში ჩანს, ზვიად ხარაზიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია 2024 წლის ივნისში შეავსო.

ქონებრივი დეკლარაციის შევსების პერიოდისთვის მის საკუთრებაში იყო 3 მიწის ნაკვეთი, აქედან 2 „რეფორმით“ არის მიღებული, ხოლო ერთი - 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, 2010 წელს 3000 დოლარად აქვს შეძენილი...განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ ასევე: