ავტორი:

გემო იტალიიდან – რატომ ჰქვია ქართულ ძეხვებს იტალიური რეგიონების სახელები?

გემო იტალიიდან – რატომ ჰქვია ქართულ ძეხვებს იტალიური რეგიონების სახელები?

დღეს, როცა მომხმარებელი სულ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს გემოვნურ მრავალფეროვნებას და პროდუქტების წარმოშობის ისტორიას, საქართველოში გაიზარდა მოთხოვნა ისეთ პროდუქციაზე, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყნის ავთენტური გემოებით ხასიათდება.

ქართულ ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა „შეფმაისტერის“ პემიუმ ძეხვეულის ახალი ხაზი, რომელიც საინტერესო გემოებითა და სახელებით გამოირჩევა. ძეხვებს იტალიური რეგიონების სახელები ჰქვია და ეს მხოლოდ მარკეტინგული სვლა არ არის.

ჩვენ დავინტერესდით, რა აქვს საერთო ძეხვებს მის სახელწოდებებთან და „შეფმაისტერის“ ტექნოლოგს გავესაუბრეთ.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, თითოეული პროდუქტი არა მხოლოდ ინსპირაციას იღებს კონკრეტული რეგიონისგან, არამედ იყენებს ტრადიციულ რეცეპტურას, შებოლვის ტექნოლოგიასა და არომატულ პროფილს. ეს არის „გემოები, რომლებსაც ისტორია აქვთ“ — „ტოსკანო“, „პეპერონი“, „სალიამინო აგრიჯენტო“, „სტიკადო“ - მოდით, გავიგოთ, რომელი სახეობა როგორი გემოვნური თვისებებით ხასიათდება და რას უხდება ყველაზე მეტად!

"ტოსკანო” – კლასიკა წითელ ღვინოსთან

„ტოსკანო“ — ეს არის ნედლად შებოლილი ძეხვი, რომელიც დამზადებულია ბუნებრივი გამოშრობის მეთოდით, რაც მის გემოს კიდევ უფრო ღრმას და დახვეწილს ხდის.იდეალურია მშრალი წითელი ღვინის თანმხლებად, ყველისა და ზეთის ხილთან ერთად. გემო რბილი, არომატი ინტენსიური — ზუსტად ისეთი, როგორიც ტოსკანას ძველი რეცეპტები მოითხოვს.

“სალიამი სტიკადო” – სტილი და გემო ლუდის მოყვარულებისთვის

მცირე ზომის, მკვრივი, ნედლად შებოლილი ძეხვი — ეს არის „სალიამი სტიკადო“. მისი წარმომავლობა იტალიას უკავშირდება, გემო კი პიკანტურობითა და შებოლვის სიღრმით გამოირჩევა.იდეალურია ლუდთან, პიკნიკზე ან მეგობრული შეკრებისთვის.

პეპერონი – ზომიერად ცხარე, ხასიათიანი კლასიკა

პეპერონი „შეფმაისტერის“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია — ზომიერად ცხარე და არომატული. მზადდება 30-დღიანი ბუნებრივი გამოშრობისა და წიფლის ნახერხზე შებოლვით.შეიძლება მიირთვათ როგორც პიცის ტოპინგად, ასევე სალათებსა და პასტებში.

სალიამინო აგრიჯენტო – სიცილიის სულით

თუ გსურთ კულინარიული მოგზაურობა სიცილიის სამხრეთ სანაპიროზე მაშინ უნდა დააგემოვნოთ „სალიამინო აგრიჯენტო“. ქალაქ აგრიჯენტოსგან შთაგონებული ძეხვი გამოირჩევა მკვრივი სტრუქტურით, გამორჩეული სურნელით და ერთ თვემდე ბუნებრივი გამოშრობით.იდეალურია პურის ტოსტთან, რბილ ყველთან ან თუნდაც ხმელთაშუაზღვის სალათებთან.

„სალიამი პიკოლინი“ – იდეალური პიკნიკისთვის

„სალიამი პიკოლინი“ — მცირე ზომის ძეხვი, რომელიც კარგად ინახება გზაში. მისი ზომა და ტექსტურა იდეალურია მგზავრობისას, პიკნიკზე ან სახლში წასახემსებლად. შებოლილია წიფლის ნახერხზე . მიაყოლეთ ერთი ჭიქა შუშხუნა ღვინო და კლასიკური ზეთის ხილი - voilà!

სალჩიჩონი – მუსკატის არომატით გაჯერებული ესპანური ელეგანტურობა

მიუხედავად იმისა, რომ „სალჩიჩონი“ ესპანურ ფესვებზეა დაფუძნებული, შეფმაისტერის ინტერპრეტაციით ის ახალ სიმაღლეებს აღწევს.

შეიცავს მუსკატის კაკალს. იდეალურად ერწმის ყველის ასორტს, ზეთისხილსა და თეთრ ღვინოს.

რატომ იტალიური სახელები?

იტალია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კულინარიული კულტურის ქვეყანაა, სადაც თითოეულ რეგიონს თავისი ძეხვის რეცეპტურა და დამზადების ტრადიცია აქვს. „შეფმაისტერი“ ამ ტრადიციებს საქართველოს ბაზარზე ავითარებს თანამედროვე ტექნოლოგიით, მაგრამ ძველი გემოების პატივისცემით. თითოეული სახეობა ქმნის ერთ მთლიან სერიას - გემოს რუკას, რომელიც გამოგზაურებთ ევროპულ სამზარეულოში.

რჩევები „შეფმაისტერის“ ტექნოლოგისგან – რომელ ძეხვს რა უხდება:

  • ტოსკანო - მშრალი წითელი ღვინო, მყარი ყველი
  • სალჩიჩონი - ზეთისხილი, პარმეზანი, თეთრი ღვინო
  • სტიკადო - ცივი ლუდი, ფუნთუშა, საწებელი
  • პეპერონი - პიცა, პასტა, წიწაკის სოუსი
  • აგრიჯენტო - გრილზე გამოყვანილი ბოსტნეული, კაპრეზე
  • პიკოლინი - პიკნიკის კალათა, ხილის ასორტი, ბაგეტი

„შეფმაისტერი“ არა მხოლოდ ძეხვს ქმნის, არამედ ქმნის გემოს, რომელშიც იგრძნობა ტრადიცია და ისტორია.

NS