ავტორი:

რა უთხრა მერაბ დვალიშვილმა დონალდ ტრამპს? - ქართველი ჩემპიონის პირველი კომენტარი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ

რა უთხრა მერაბ დვალიშვილმა დონალდ ტრამპს? - ქართველი ჩემპიონის პირველი კომენტარი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ

UFC-ის ჩემპიონი ქვემსუბუქ წონაში, მერაბ დვალიშვილი საქართველოში დაბრუნდა. მას თან ახლავს ცნობილი მოდელი, ინფლუენსერი ნინა დრამა და სხვა მეგობრები.

  • მერაბმა აეროპორტში პირველი კომენტარი გააკეთა და ისაუბრა იმის შესახებ თუ რა უთხრა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ბრძოლის მოგების შემდეგ.

"რა თქმა უნდა, რამდენიმე სიტყვა ვუთხარი, - დეტალურად არ ვიტყვი, ინგლისურად იყო, მაგრამ - ვახსენე საქართველო. ჩემი და ჩემი ქვეყნის პატივისცემა დავუდასტურე,

მითხრა კარგი ბრძოლა იყოო, მოეწონა ჩემი ბრძოლა... ძალიან მცირე საუბრით შემოვიფარგლეთ, მაგრამ ჩავატიეთ ერთმანეთის პატივისცემა“, - აღნიშნა დვალიშვილმა.