ავტორი:

"ტრამპის შესახებ დაწერილ ზოგიერთ პოსტს ვნანობ, ზედმეტი იყო" - ილონ მასკი

"ტრამპის შესახებ დაწერილ ზოგიერთ პოსტს ვნანობ, ზედმეტი იყო" - ილონ მასკი

მილიარდერი ილონ მასკი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის შესახებ დაწერილ ზოგიერთ პოსტს ნანობს. ამის შესახებ მასკი X-ზე წერს.

"პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შესახებ დაწერილ ზოგიერთ პოსტს ვნანობ, ზედმეტი იყო", - წერს მასკი.

ცნობისთვის, მასკი აშშ-ის პრეზიდენტს ღიად დაუპირისპირდა. ერთ-ერთ პოსტში კი წერდა, რომ ტრამპის სახელი ეპშტეინის სკანდალური საქმის ფაილებში ფიგურირებს. მოგვიანებით მან ეს პოსტი წაშალა.