“არანაირი მოლოდინი არ მაქვს იმისა, რომ საქმე იქნება გამოძიებული და გახსნილი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, კოტე იოსელიანმა მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.
„გამოძიებას ჰქონდა კონკრეტული შეკითხვები. მიწოდებულია ყველა ინფორმაცია. არსებობს ყველანაირი გარემოება იმისათვის, რომ გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. არის უამრავი ობიექტი, რომელიც აღჭურვილია ვიდეოკამერებით. სურვილის შემთხვევაში ამ ფაქტის გამოძიებას და ყველად დეტალის დადებას არაფერი არ სჭირდება, არ სჭირდება განსაკუთრებული დრო და ძალისხმევა. თუმცა დრო გვაჩვენებს, სურვილი რამდენად დიდია და რამდენად ადეკვატური იქნება რეაქცია.
არანაირი მოლოდინი არ მაქვს იმისა, რომ საქმე იქნება გამოძიებული და გახსნილი. დაკითხვა იყო ჩვეულებრივი ფორმალობა, რომელიც შედგებოდა კონკრეტული შეკითხვებისგან, შეკითხვებზე გავეცი პასუხი. შეკითხვები იყო: რა გეცვა, რომელ საათზე სად წახვედი და რამდენი ხანი? ჩვეულებრივი შეკითხვები იყო, რაც ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდებოდა. ამ შეკითხვებზე პასუხი გავეცი და ამით დასრულდა ეს პროცესი“, - განაცხადა კოტე იოსელიანმა.
მისივე თქმით, გამტაცებლები, მის მეუღლეზე რვა საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ და ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით.
როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ვარაუდობენ, რომ კოტე იოსელიანი „მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, ე.წ. მოდულის შენობაში“.
ამასთან, ბოკუჩავას თქმით, მომხდარის რეალური მიზეზი მისი დაშინება და გაჩუმებაა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ, კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბოდიშს უხდის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს რამდენიმე წლის წინ მისი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო.
იხილეთ ასევე: