ავტორი:

“ფეისბუქზე” დაწერილი “სტატუსის” გამო მიჩივის მარიამ ლაშხი... დაურეკეს ჩემ შვილს და ზუსტად იმ დროს ჩაუნიშნეს პროცესი, როცა მე მაქვს“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

“ფეისბუქზე” დაწერილი “სტატუსის” გამო მიჩივის მარიამ ლაშხი... დაურეკეს ჩემ შვილს და ზუსტად იმ დროს ჩაუნიშნეს პროცესი, როცა მე მაქვს“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლოში დაიბარეს. ამის შესახებ ჟორჟოლიანი “ფეისბუქზე“ თავად წერს, მისი თქმით, მას მარიამ ლაშხმა “ფეისბუკზე” დაწერილი პოსტის გამო უჩივლა, სადაც ჟორჟოლიანმა მას „მონა“ უწოდა.

ჟორჟოლიანის ინფორმაციით, პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული.

“ხვალ დამიბარეს სასამართლო პროცესზე. მიჩივის მარიამ ლაშხი, “ფეისბუკზე” დაწერილი სტატუსის გამო, სადაც მას მონა ვუწოდე. მონა ხარ მარიამ. რამდენჯერაც არ უნდა იჩივლო, ამას ვერაფერი შეცვლის.

მოსამართლეა ნინო ენუქიძე”, - წერს ჟორჟოლიანი.

  • გარდა ამისა, ჟორჟოლიანის თქმით, მის გარდა სასამართლო პროცესი ჩაუნიშნეს მის შვილს - მარიამ გეგუჩაძეს. თანაც ზუსტად იმ დროს, როდესაც მისი პროცესია ჩანიშნული:

“ჩემ შვილს, მარიამს დაურეკეს და პროცესი ჩაუნიშნეს ზუსტად იმ დროს, როცა მე მაქვს.

მარიამს ჯარიმის ამბავზე მაგრამ პროცესი რომ ერთ დროს დაგვინიშნეს?

არა, რა რუსეთი,“ - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.