მარკო რუბიო რუს ხალხს რუსეთის დღეს ულოცავს, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
მისი თქმით, „რუსეთსა და უკრაინას შორის მდგრადი მშვიდობის მიღწევის მიზნით, აშშ-ს რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთქმედების სურვილი აქვს“.
„ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობა ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების დამყარებას ხელს შეუწყობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.