მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლე დანით თავს დაესხა მასწავლებლის ასისტენტს და მსხვერპლი გარდაიცვალა, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოვიდა ინიციატივით, რომ 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ მედია პლატფორმებზე წვდომა აიკრძალოს.
მკვლელობა აღმოსავლეთ საფრანგეთში, ნოჟენის სკოლაში სამშაბათს მოხდა. 14 წლის ბიჭი დანით თავს დაესხა 31 წლის მასწავლებლის ასისტენტს და მოკლა.
საშუალო სკოლის მოსწავლე დააკავეს. დანა კი მის ჩანთაში აღმოაჩინეს.
თავდასხმის შემდეგ, ხელისუფლებამ ზომების გამკაცრება დააანონსა.
„მე გთავაზობთ სოციალური ქსელების აკრძალვას 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. პლატფორმებს აქვთ ასაკის გადამოწმების შესაძლებლობა. მოდით, გავაკეთოთ ეს“, - დაწერა ემანუელ მაკრონმა X-ში.
გარდა საფრანგეთისა და ესპანეთისა, საბერძნეთმა წამოაყენა წინადადება იმის შესახებ, რომ ევროკავშირმა ბავშვების მიერ ონლაინ პლატფორმების გამოყენება მკაცრად გააკონტროლოს.