"უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბრიტანელი დედები უნდა შეეგუონ იმ ფაქტს, რომ შესაძლოა მათი შვილები ევროპის დასაცავად დაიღუპონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ნატო აღარ იარსებებს,“ - ამის შესახებ dailymail წერს და გამოცემა Metro -თან, დმიტრო კულებას განცხადებას განიხილავს.
როგორც გამოცემა წერს, კულებამ Metro-ს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის მიზანი იყო ნატოს ალიანსის „ტყუილის გამოაშკარავებაა“, რომელსაც აქვს ურთიერთდახმარების პუნქტი, მის რომელიმე წევრ სახელმწიფოზე თავდასხმის შემთხვევაში.
კულებას შემაძრწუნებელი გაფრთხილება გერმანიის დაზვერვის უფროსის გაფრთხილებას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა რომ პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას გეგმავდა.
დმიტრო კულება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2020 წლის მარტიდან 2024 წლის სექტემბრამდე იკავებდა. მისი თქმით, რუსეთის შემოჭრის დროს მან შეცდომა დაუშვა, როდესაც დაიჯერა, რომ „დაახლოებით 10,000, 20,000 ჯარისკაცის“ დაკარგვის შემდეგ რუსეთი უკან დაიხევდა.
თუმცა, რადგან უკრაინაში დაღუპული და დაჭრილი რუსი ჯარისკაცების რიცხვი ომის დაწყებიდან დღემდე მილიონს უახლოვდება, მან მოუწოდა ბრიტანეთის მოქალაქეებს, არ შეცდნენ პუტინის შეფასებაში.
„დიდ ბრიტანეთში ან სხვაგან მყოფმა ადამიანებმა შეიძლება გადაწყვიტონ, რომ მე ვარ უკრაინელი ცეცხლისმფრქვეველი, რომელიც ცდილობს მათ თავის ომში ჩათრევას. სრულად ვეთანხმები მათ არჩევანს. მაგრამ ერთ რაც შემიძლია გავაკეთ, მოვუწოდო მათ რომ არ გაიმეორონ ჩვენი შეცდომები.

უკრაინის ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ არ გვჯეროდა, რომ ჩვენთან ეს ყველაფერი შეიძლებოდა ასეთი მასშტაბით მომხდარიყო. ჩვენც უკრაინაში გვჯეროდა, რომ ეს არ დაგვემართებოდა, რადგან პუტინი ვერასდროს გაბედავდა ამის გაკეთებას.
ევროპაში იგივე სურათია,“ - განაცხადა კულებამ.
იხილეთ ასევე: