ავტორი:

Air India-ს სამგზავრო თვითმფრინავი, რომელსაც ლონდონში 242 ადამიანი გადაჰყავდა, ჩამოვარდა - კადრები ადგილიდან

Air India-ს სამგზავრო თვითმფრინავი, რომელსაც ლონდონში 242 ადამიანი გადაჰყავდა, ჩამოვარდა - კადრები ადგილიდან

the-sun-ის ინფორმაციით, ლონდონისკენ მიმავალი სამგზავრო თვითმფრინავი, ინდოეთში ავარიულად ჩამოვარდა.

მედიის ცნობით, თვითმფრინავში 242-მდე ადამიანი იმყოფებოდა, როდესაც ის აჰმედაბადის აეროპორტში მიწაზე დაეცა. Air India-ს ცნობით, თვითმფრინავი დიდ ბრიტანეთში, ლონდონის გეტვიკის აეროპორტისკენ მიემართებოდა.

როგორც ავიაკომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, „AI171, აჰმადაბადი-ლონდონის გეტვიკის რეისი, 2025 წლის 12 ივნისს ჩამოვარდა“.

„ამჟამად დეტალებს ვიძიებთ და დამატებით ინფორმაციას რაც შეიძლება მალე გავავრცელებთ,“ - ავრცელებს ავია სააგენტო.

მსხვერპლისა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ აეროპორტში დიდი აფეთქება მოხდა და ძლიერი დაკვამლიანებაა.

ადგილზე მობილიზებული იყო ა ხუთზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

წყარო