ავტორი:

14 ივნისიდან ამინდი მკვეთრად უარესდება - ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს: როდემდე შენარჩუნდება სეტყვა, ძლიერი ქარი და წვიმა

14 ივნისიდან ამინდი მკვეთრად უარესდება - ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს: როდემდე შენარჩუნდება სეტყვა, ძლიერი ქარი და წვიმა

14-15 ივნისს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)" - ნათქვამია ინფორმაციაში.