ავტორი:

"ადამიანებმა არ იციან სად ვცხოვრობ, სად მძინავს" - გრეტა თუნბერგის ნაკლებად ცნობილი და სექსუალური იმიჯითა და შეცვლილი გვარით გამოჩნდა: რას ამბობდა წლების წინ მასზე გრეტა

"ადამიანებმა არ იციან სად ვცხოვრობ, სად მძინავს" - გრეტა თუნბერგის ნაკლებად ცნობილი და სექსუალური იმიჯითა და შეცვლილი გვარით გამოჩნდა: რას ამბობდა წლების წინ მასზე გრეტა

წითელი ბადისებრი კოლგოტებითა და კორსეტით შემოსილი გოგონა თავდაჯერებულობის განსახიერება იყო, როდესაც კამერების წინ სექსუალურ ნომერს ასრულებდა, წარმოუდგენელი მოქნილობით შეძლო შპაგატის გაკეთებაც, რათა თავისი მოცეკვავის ოსტატობა ეჩვენებინა.

ეს იყო 19 წლის ბეა ერნმანი. მის ვიდეოში არ იგრძნობოდა წუხილი იმის გამო, რომ მისი უფროსი და გრეტა, რამდენიმე დღის წინ ისრაელის ხელისუფლებამ დააკავა.

დამწყები მომღერალი აქტივისტ გრეტა თუნბერგის უმცროსი დაა - და მათი გვარი ამ ორ ქალს შორის განსხვავებების უმცირესი ნაწილია.

ადრე ბეატა თუნბერგის სახელით ცნობილმა შემსრულებელმა დედის ქალიშვილობის გვარის გამოყენება დაიწყო - შესაძლოა, იმ მიზნით, რომ გარკვეული დისტანცია დაეჭირა საკუთარ თავსა და მის სკანდალურ უფროს დას შორის.

ბეას, რომელსაც ADHD აქვს, მოუწია გადაელახა მუდმივი დაცინვა, ბულინგი და შევიწროება, რაც ხშირად თუნბერგების მიმართ იყო მიმართული.

2019 წელს გრეტამ აღიარა, თუ რა ზიანი მიაყენა მისმა საქმიანობამ ბეატას - მაშინ გოგონა 13 წლის იყო. გრეტამ აღიარა, რომ გოგონა ამის გამო იტანჯებოდა.

ექვსი წლის შემდეგ, ბეა გაჰყვა ოპერის მომღერალი დედის, მალენა ერნმანის კვალს მუსიკალურ ინდუსტრიაში. ამბობს რომ, მისი "ხმა ტკივილისგან შეიქმნა“.

"პირველი გამოსვლისას ზოგიერთი მაყურებელი "შეშინებული ჩანდა“, ზოგიც ყვიროდნენ და ყურებზე ხელს იფარავდნენ", - წერს ბეა ინსტაგრამზე, თუმცა ახლა ამაზე ნაკლებად დარდობს, "არ მაინტერესებს, ხალხს უყვარს თუ სძულს ჩემი შემოქმედება, სანამ მათში რაღაცას ვგრძნობ“, - დაწერა მან.

გოგონა უკვე გამოვიდა დის ჩრდილიდან და თავდაჯერებულ, ექსტრავაგანტურ შემსრულებლად იქცა, რომელიც მზადაა მსოფლიოს დასაპყრობად.

ბეატა ერნმანი დაიბადა 2005 წლის 3 ნოემბერს, ევროვიზიის ყოფილი მონაწილისა და მეცო-სოპრანო მალენა ერნმანისა და შვედი კინოპროდიუსერისა და სცენარისტის, სვანტე თუნბერგის ოჯახში. მიუხედავად იმისა, რომ მისმა უფროსმა დამ, გრეტამ - რომელსაც ბავშვობაში ასპერგერის სინდრომის დიაგნოზი დაუდგინეს - მამის გვარი აიღო, ბეატა დედის გვარს ატარებს.

როგორც ბეატას, ისე მალენას ასევე დაუდგინდათ ყურადღების დეფიციტის ჰიპერაქტიურობის სინდრომი (ADHD) და ორშვილიანმა დედამ გულახდილად დაწერა 2020 წელს გამოსულ თუნბერგების მემუარებში "ჩვენი სახლი იწვის“.

მან გრეტასა და ბეატას "განსხვავებულობას" "სუპერძალა“ უწოდა - და არა "შეზღუდული შესაძლებლობა".

"აუტიზმი და ADHD და ყველა სხვა ნეიროფსიქიატრიული ფუნქციური დარღვევა არ არის ნაკლი, ბევრ შემთხვევაში, ისინი შეიძლება იყოს სუპერძალა, არაორდინარული აზროვნება, რაზეც ხშირად საუბრობენ შემსრულებლები, არტისტები და ცნობილი სახეები" - წერდა მალენა.

ცხადი იყო, რომ ბეატას ეს სუპერძალა ადრეული ასაკიდანვე ჰქონდა. როდესაც ის 13 წლის იყო, მან თავისი სინგლის "Bara Du Vill" ქავერ ვერსია შეასრულა შვედეთის პრაიმ-ტაიმის სატელევიზიო შოუ Bingolotto-ში.

  • გაეროს კლიმატის სამიტზე ცნობილი გამოსვლის შემდეგ, 16 წლის გრეტამ შვედურ მედიასთან განაცხადა, თუ როგორ უწევდა მის "მშვენიერ და ძლიერ" დას მისი აქტივიზმის ტვირთის ზიდვა.

"ის, ვინც იტანჯება, ჩემი დაა, ის 13 წლისაა და მას სისტემატურად აბულინგებენ, ემუქრებიან და ავიწროებენ. განსხვავება ჩემსა და სახლში დარჩენილ ადამიანებს შორის ისაა, რომ მე ყოველთვის ვმოგზაურობ, მიუწვდომელი ვარ. ადამიანებმა არ იციან სად ვცხოვრობ, სად მძინავს ღამით, სად ვარ. მე არ მაქვს ყოველდღიური ცხოვრება. მაგრამ ჩემი დისთვის სახლში, რომელიც ცდილობს ყოველდღიური ცხოვრება ჰქონდეს… ეს ძალიან ძნელია." - ამბობდა გრეტა.

2020 წელს ბეატა დედასთან ერთად მიუზიკლში ახალგაზრდა ედიტ პიაფის როლზე დაამტკიცეს.

რაც მისი ცნობადობა გაიზარდა, ბეა უფრო კომფორტულად გრძნობს თავს საკუთარ კანში - ახალგაზრდა მომღერალი იღებს თავის სხეულს, ბლოკავს ნებისმიერ დამამცირებელ ან კრიტიკულ კომენტარს. მან იპოვა თავისი თავი მუსიკალურ ინდუსტრიაში.