„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, მოსამართლე, ლელა მილდერბერგერმა, საკუთარი სასამართლო პროცესიდან გამოაძევა და სასამართლოს უპატივცემლობის გამო 500 ლარით დააჯარიმა.
როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, მან მოსამართლის მისამართით რამდენიმე ფრაზა თქვა, რის გამოც ლელა მილდერბერგერმა პროცესიდან მისი გამოძევებისა და დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო.
ცნობისთვის, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან - 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს.
შსს სამართალდარღვევას ედავება ჟურნალისტებს - ნანუკა ჟორჟოლიანს, ვახო სანაიას, ვიკა ბუკიას, დეა მამისეიშვილს, ეკა მიშველაძეს, მიშა მშვილდაძეს.
პოლიტიკოსებს - თამარ ჩერგოლეიშვილს, ლევან ხაბეიშვილს, ელენე ხოშტარიას, ალეკო ელისაშვილს.
აქტივისტებს - ანა სუბელიანს, ბაია პატარაიას, დავით ქაცარავას, გიორგი ქადაგიძეს, ქეთი მოლაშვილს.