ავტორი:

ფიზიკური დაპირისპირება სასამართლოში - რა ხდებოდა მათე დევიძის განაჩენის გამოცხადების შემდეგ?

ფიზიკური დაპირისპირება სასამართლოში - რა ხდებოდა მათე დევიძის განაჩენის გამოცხადების შემდეგ?

მათე დევიძის განაჩენის გამოცხადების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ფოიეში ხმაური იყო. მანდატურის სამსახურის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

  • ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილი არიან მოქალაქეები. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

ცნობისთვის, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.

მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათე დევიძის საქმეში დაზარალებულის სტატუსი სამ პოლიციელს - ბიძინა ჟამერაშვილს, ლევან კოდალაშვილს და გიორგი ესტატიშვილს აქვს. კერძოდ კი, პროკურატურის მტკიცებით, მათ ბრალდებულმა დროშის ტარი ჩაარტყა.