ავტორი:

"თაზო დათუნაშვილი გაიტაცეს მანდატურებმა, ფიზიკურად გაუსწორდნენ და სასამართლოს სარდაფში საკანში ჰყავთ გამოკეტილი" - საბა ბუაძე

"თაზო დათუნაშვილი გაიტაცეს მანდატურებმა, ფიზიკურად გაუსწორდნენ და სასამართლოს სარდაფში საკანში ჰყავთ გამოკეტილი" - საბა ბუაძე

"ლელო- ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებით, ამავე პარტიის წევრი, თაზო დათუნაშვილი სასამართლო პროცესის შემდეგ მანდატურებმა გაიტაცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

  • მისივე თქმით, თაზო დათუნაშვილი მანდატურებს ამ დრომდე "სასამართლოს სარდაფში საკანში ჰყავთ გამოკეტილი“.

"თაზო დათუნაშვილი გაიტაცეს მანდატურებმა, ფიზიკურად გაუსწორდნენ და სასამართლოს სარდაფში საკანში ჰყავთ გამოკეტილი. ტელეფონი წაართვეს“, - წერს საბა ბუაძე "ფეისბუქზე“.

ინფორმაციისთვის, ცოტა ხნის წინ ხმაური იყო საქალაქო სასამართლოს ეზოში, სადაც “ლელო - ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი, სავარაუდოდ, დააკავეს. დათუნაშვილი სასამართლოს შენობას ტოვებდა, რა დროსაც ის მანდატურებმა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით ტერიტორიიდან გაიყვანეს.