ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთ, ქალაქ აჰმედაბადში, ლონდონის მიმართულებით მიმავალი Air India-ს თვითმფრინავი აფრენისას ჩამოვარდა. ბორტზე 244 ადამიანი იმყოფებოდა. The Telegraph-ის ცნობით, ავიაკატასტროფას ერთი ადამიანი გადაურჩა. მამაკაცი, რომელიც ბრიტანეთის მოქალაქეა, ამჟამად საავამდყოფოში იმყოფება.
მედიის ცნობით, მგზავრი იჯდა მე-11 რიგში, A სკამზე.
რამეშის თქმით, ის ლონდონში ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობს, თუმცა ძმასთან, აჯაისთან ერთად ინდოეთისქალაქ დიუში იმყოფებოდა. მისი ძმა თვითმფრინავში სხვა რიგში იჯდა.
კატასტროფის ადგილას 200-ზე მეტი ცხედარი იპოვეს. თვითმფრინავის ბორტზე, მათ შორის 230 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი. მგზავრებს შორის 169 ინდოეთის მოქალაქე, 53 დიდი ბრიტანეთის, 7 პორტუგალიისა და ერთი კანადის მოქალაქე იყო. სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ლონდონში მიფირნავდა, დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდა და სტუდენტების საერთო საცხოვრებელს შეეჯახა.
"თვითმფრინავის აფრენისთვის ორი რამ არის საჭირო. საკმარისი ჰაერის სიჩქარე და ასვლის სიჩქარე და მას არც ერთი არ ჰქონდა“, - განუცხადა Sky News-ს კადრების განხილვის შემდეგ საავიაციო უსაფრთხოების ანალიტიკოსმა და სამეფო აერონავტიკის საზოგადოების თანამშრომელმა პოლ ედვარდსმა.