ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმები მის „საშინელ ბუნებას“ ავლენს.
ამასთან, ირანის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერმა, აბოლფაზლ შეკარჩიმ შეერთებული შტატები ისრაელის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ აშშ და ისრაელი დარტყმებისთვის „დიდ ფასს“ გადაიხდიან.
"შეიარაღებული ძალები აუცილებლად უპასუხებს ამ სიონისტურ თავდასხმას“, - განაცხადა შეკარჩიმ.
შეგახსენებთ, ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.
წაიკითხეთ ასევე: