ქუთაისში, თაყაიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ახალგაზრდა ბიჭის, 22 წლის მიშო აშვეთიას სიცოცხლე ემსხვერპლა.
"სამწუხაროდ ყველასთვის მოულოდნელად და ტრაგიკულად გარდაიცვალა ჩვენი ოჯახის წევრი მიშო აშვეთია. ძალიან ძნელია ამის დაჯერება და რაიმე სიტყვების პოვნა. ვუთანაგრძნობთ ამ დიდ ტკივილს, ჩვენი გუნდის და ქართული ფეხბურთის ლეგენდას მიხეილ აშვეთიას, მის ოჯახს და ყველა იმ ადამიანს ვისთვისაც მიშო მნიშვნელოვანი იყო, გამძლეობას გისურვებთ ყველას. მშვიდად განისვენე, ძმაო… გვიყვარხარ და არასდროს დაგივიწყებთ.” – წერს "ტორპედოს" ფანკლუბი ,,ჯუნგლები".
ტრაგედიის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და სასწრაფო ბრიგადები, მაგრამ სამწუხაროდ ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
"წარმოუდგენელი ტრაგედია დატრიალდა, ეს ამბავი რომ გავიგე, გავიყინე, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. სრული შოკია ამის დაჯერება. საყვარელი, თბილი, უბოროტო, კეთილი მიშო აღარ არის ცოცხალი...წაიკითხეთ სრულად