ავტორი:

"ცნობიერება დაუბრუნდა, თუმცა მეტყველება უჭირს" - როგორია ქალის მდგომარეობა, რომელიც მეუღლემ უგონო მდგომარეობაში ნახა: ახალი დეტალები

"ცნობიერება დაუბრუნდა, თუმცა მეტყველება უჭირს" - როგორია ქალის მდგომარეობა, რომელიც მეუღლემ უგონო მდგომარეობაში ნახა: ახალი დეტალები

37 წლის ქალის მდგომარეობა, რომელსაც 5 ივნისს, ხაშურში მომხდარი შემთხვევის შემდგომ ინტენსიური მკურნალობა უტარდება, გაუმჯობესდა, - აღნიშნულის შესახებ AMBEBI.GE-ს ოჯახის ახლობელმა განუცხადა.

5 ივნისის შემდგომ, ნანა ხიხაძეს მკურნალობა ჯერ ხაშურში უტარდებოდა, შემდგომ კი მისი გადაყვანა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოხდა, სადაც ამ დრომდე რჩება.

  • ახლობლების ინფორმაციით, ქალს ცნობიერება გუშინ საღამოს დაუბრუნდა, თუმცა, მეტყველება და კომუნიკაციის სხვა უნარები ჯერჯერობით კვლავ შეზღუდული აქვს, შესაბამისად, მკურნალობა კვლავ უგრძელდება.

შეგახსენებთ, შემთხვევა ხაშურში 5 ივნისს მოხდა, სამსახურიდან შინ დაბრუნებულ მამაკაცს 9 წლის შვილი გარდაცვლილი, მეუღლე კი კომატოზურ მდგომარეობაში დახვდა. მომხდარის ერთ-ერთ არაოფიციალურ ვერსიად, ამ დრომდე განიხილება ინტოქსიკაცია. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს.

წაიკითხეთ ასევე: