გორის რაიონში 16 წლის მოზარდი მდინარეში დაიხრჩო. შემთხვევა სოფელ თედოწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. გარდაცვლილი ლუკა დედანაშვილია.
- თვითმხილველთა თქმით, 16 წლის მოზარდი მეგობრებთან ერთად მდინარეზე იმყოფებოდა, რა დროსაც ლიახვის დინებამ გაიტაცა და გამოსვლა ვეღარ შეძლო. გარდაცვლილის ოჯახი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დევნილია და ამჟამად გორში ცხოვრობს.
როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.