ავტორი:

FSA-ის განცხადებით, ამერიკული ტკბილეულის რამდენიმე სახეობას დნმ -ის შეცვლა შეუძლია და კიბოს რისკს ზრდის

FSA-ის განცხადებით, ამერიკული ტკბილეულის რამდენიმე სახეობას დნმ -ის შეცვლა შეუძლია და კიბოს რისკს ზრდის

გაერთიანებული სამეფოს სურსათის სტანდარტების სააგენტო (FSA) აცხადებს, რომ აშშ-ში წარმოებული ტკბილეულის ბრენდის პროდუქცია „საჭმელად სახიფათოა“. ნაწარმი შეიცავს ინგრედიენტებს, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს დნმ და გაზარდოს კიბოს რისკი.

  • საუბარია Jolly Rancher-ის პროდუქციაზე, რომელიც ამერიკულ კომპანია Hershey-ს ეკუთვნის.

FSA აცხადებს, რომ ტკბილეული შეიცავს ქიმიკატებს, რომლებსაც მინერალური ზეთის არომატული ნახშირწყალბადები (MOAH) და მინერალური ზეთის ნაჯერი ნახშირწყალბადები (MOSH) ეწოდება და „არ შეესაბამება დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობას“. ის მოუწოდებს ბრიტანელ ბიზნესმენებს, აღნიშნული ტკბილეულის შესყიდვისგან თავი შეიკავონ.

Hershey-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ Jolly Rancher-ის უსაფრთხოება მისი „მთავარი პრიორიტეტია“, თუმცა კომპანიას ყოველთვის არ შეუძლია იყოს გარანტი, რომ აშშ-ში წარმოებული პროდუქტები სხვა ქვეყნების მარეგულირებელ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

საკვები პროდუქტების სააგენტომ განაცხადა, რომ Jolly Rancher-ის პროდუქტები სარისკოა ხანგრძლივი პერიოდით მიღების განმავლობაში.

„MOAH-მა შეიძლება გამოიწვიოს დნმ-ის დაზიანება და პოტენციურად გაზარდოს კიბოს რისკი, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოხმარების შემთხვევაში“.

MOAH არის გენოტოქსიკური კანცეროგენი და შესაბამისად, არ ითვლება ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოდ“,- აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

MOAH და MOSH გამოიყენება საკონდიტრო ნაწარმში წებოვნების თავიდან ასაცილებლად და მბზინავი იერსახის მისაცემად.

სააგენტოს განცხადებით, The Hershey Company დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან თანამშრომლობს, რათა დიდი ბრიტანეთის ბაზრიდან ამოიღონ Jolly Rancher-ის პროდუქტები.

დასახელებულ პროდუქტებს შორისაა Jolly Rancher-ის მყარი კანფეტი, Jolly Rancher-ის „Misfits“ ჟელეები, Jolly Rancher-ის მყარი კანფეტი ხილის 2-ში 1-ში და Jolly Rancher-ის კენკრის ჟელეები.

წყარო