ავტორი:

"ჩვენ თქვენ არ გებრძვით - თქვენი გათავისუფლების დღე ახლოსაა" - ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანელ ხალხს

"ჩვენ თქვენ არ გებრძვით - თქვენი გათავისუფლების დღე ახლოსაა" - ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანელ ხალხს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ სოლიდარობას უცხადებს ირანელ ხალხს და აცხადებს, რომ მისი ქვეყანა არა მათ, არამედ რეჟიმს ებრძვის.

  • "მაქვს გზავნილი ირანელი მამაცი ხალხისთვის: ჩვენ თქვენ არ გებრძვით. ჩვენ ვებრძვით სასტიკ დიქტატურას, რომელიც 46 წლის განმავლობაში გჩაგრავთ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ ვიდეო მიმართვაში.

მისი თქმით, სჯერა, რომ ირანელი ხალხის გათავისუფლების დღე ახლოსაა.

"მჯერა, რომ თქვენი გათავისუფლების დღე ახლოსაა და როდესაც ეს მოხდება, ჩვენს ორ უძველეს ხალხებს შორის დიდი მეგობრობა კვლავ აყვავდება“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

წაიკითხეთ ასევე:

  • როგორ დაიგეგმა ოპერაცია "აღმავალი ლომი" და რა ინფორმაცია მიიღო ისრაელმა, რომლის შემდეგ ირანზე დარტყმა დაჩქარდა - "მოსადის" მასშტაბური ოპერაციის დეტალები