ავტორი:

"ბეწვის ხიდია - არ არის გამორიცხული, ირანმა ისრაელზე წინ აშშ-ის ბაზებს დაარტყას, ეს უკვე კატასტროფა იქნება“ - რა შეიძლება იყოს ირანის ნაბიჯი ისრაელის შეტევის საპასუხოდ

"ბეწვის ხიდია - არ არის გამორიცხული, ირანმა ისრაელზე წინ აშშ-ის ბაზებს დაარტყას, ეს უკვე კატასტროფა იქნება“ - რა შეიძლება იყოს ირანის ნაბიჯი ისრაელის შეტევის საპასუხოდ

ბირთვული სისტემის განადგურება ასე მარტივად არ ხდება“, -ასე აფასებს ენერგეტიკოსი გია არაბიძე ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ პროგრამაზე განხორციელებულ დარტყმებს.

  • როგორც ის "ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ირანს ურანის გამამდიდრებელი ცენტრიფუგები მიწისქვეშ იმდენად ღრმად აქვს განლაგებული, რომ მისი განადგურება მხოლოდ ბალისტიკური ან ბირთვულქობინიანი რაკეტებით არის შესაძლებელი.

"ირანს მიწის ქვეშ აქვს საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე ცენტრიფუგები, რომლის დანიშნულებაც ურან-235-ის გამდიდრებაა 90%-ზე ზემოთ. იმიტომ, რომ ატომური ბომბებისთვის მხოლოდ ასეთი გამდიდრებული ურანი შეიძლება იქნეს გამოყენებული. ამიტომ, ისრაელი მთელი ამ წლების განმავლობაში ამბობდა, რომ უნდა გავანადგურო ის ობიექტები, რომელსაც ევალებოდა ურანის გამდიდრება 90%-მდე. როგორც ჩანს მთავარი სამიზნე ეს ობიექტები იყო, მაგრამ ისინი იმდენად ღრმად არის მიწაში აშენებული, რომ შეუძლებელია მისი ჩვეულებრივი რაკეტებით განადგურება... განაგრძეთ კითხვა