სააგენტო Reuters-ის ცნობით, ისრაელში, თელ-ავივში აფეთქებების ხმა გაისმა.
პარალელურად ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისრაელის მიმართულებით ირანიდან ასობით რაკეტა გაისროლეს. არსებული ინფორმაციით, ირანმა ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.

Clash report-ის მონაცემებით, ისრაელმა 100-დან 50 ბალისტიკური რაკეტა მოიგერია.
განგაშის სირენების ხმა გაისმა იერუსალიმში - ისრაელის სამხედროების თქმით, ამის მიზეზი იემენის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტა გახდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელის მასშტაბით მოქალაქეებს აქვთ მითითება, რომ დარჩნენ დაცულ სივრცეებთან ახლოს და მინიმუმამდე დაიყვანონ ღია ადგილებში გადაადგილება.