ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, ომი ისრაელმა დაიწყო და ახლა მას არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ ამ სიტუაციას "მძიმე შედეგების გარეშე გაიქცეს". აიათოლას ეს განცხადება ვრცელდება ირანის მიერ ისრაელზე მიტანილი სარაკეტო იერიშის პარალელურად.
"ჩვენი პასუხი არ იქნება მოზომილი და სანახევრო", -აცხადება აიათოლა ალი ხამენეი.
ირანული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ირანმა ისრაელის სულ მცირე, ერთი გამანადგურებელი ჩამოაგდო, ხოლო პილოტი დაიჭირეს.
ცნობისთვის, ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაისროლა. გასროლის პირველი ტალღის დროს დაახლოებით 100 რაკეტა გაუშვეს. ამ დროისთვის შეტევის მეორე ტალღა მიმდინარეობს.
თელ-ავივში აფეთქებების ხმა ისმის. რაკეტების ნაწილს ისრაელის თავდაცვის სისტემა ანადგურებს, თუმცა ნაწილი სამიზნეებამდე აღწევს.