ვრცელდება ინფორმაცია თელ-ავივში ხუთი დაშავებულის შესახებ. ისრაელის ეროვნული სასწრაფო დახმარების სამსახურის განცხადებით ხუთივე მოქალაქე თელ-ავივის მეტროპოლიტენის რაიონში დაშავდა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს,
მათ შორის ერთის მდგომარეობა "საშუალო სიმძიმისაა", ხოლო დანარჩენი ოთხი "მსუბუქად დაშავდა".
ცნობისთვის, ირანმა ისრაელზე საპასუხო სარაკეტო იერიში მიიტანა. გაისროლეს ბალისტიკური რაკეტები და ზოგიერთმა მათგანმა მიზანს მიაღწია.
ამ დროისთვის ირანი ისრაელზე სარაკეტო შეტევის მესამე ტალღას ახორციელებს.