ავტორი:

ფოტოები თელ-ავივიდან და ბოლო ცნობები ირანის შეტევის შესახებ: რა ვითარებაა ამ დროისთვის

ფოტოები თელ-ავივიდან და ბოლო ცნობები ირანის შეტევის შესახებ: რა ვითარებაა ამ დროისთვის

ირანმა ისრაელზე საპასუხო სარაკეტო იერიში მიიტანა. შეტევა რამდენიმე ფაზად განხორციელდა.

რაკეტების ნაწილი ისრაელის თავდაცვის სისტემამ გააუვნებლა, თუმცა გარკვეულმა ნაწილმა სამიზნეს მიაღწია. აფეთქებების ხმა ისმოდა თელ-ავივში. ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია 7 დაშავებულის შესახებ.

ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ირანმა ისრაელის ორი გამანადგურებელი ჩამოაგდო. აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციას მხოლოდ ირანული მედია ავრცელებს.

ვრცელდება ფოტოები თელ-ავივიდან, სადაც ჩანს რა ხდებოდა თავდასხმისას და აფეთქების შემდეგ: