ავტორი:

მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება - გიორგი სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა: რა მოხდა უნგრეთში (ვიდეო)

მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება - გიორგი სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა: რა მოხდა უნგრეთში (ვიდეო)

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა. გიორგი მარტონ ანდრასისთან ბოლო წამზე დამარცხდა.

  • უნდა აღინიშნოს, რომ მსაჯებმა გადაწყვეტილება მასპინძელთა ძიუდოისტის სასარგებლოდ მიიღეს, რადგან გიორგიმ ანდრასის ილეთს არ წამოეგო, რაც გამეორებაზე ნათლად გამოჩნდა.

შეგახსენებთ, 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.