ავტორი:

როგორ გამოიყურება სახლი თბილისში, რომელიც 7 მილიონად იყიდება

როგორ გამოიყურება სახლი თბილისში, რომელიც 7 მილიონად იყიდება

თბილისში, კერძოდ, დიღომში იყიდება 11-ოთახიანი სახლი, რომლის ღირებულება 7.098 მლნ ლარია.

  • როგორც ss.ge-ზე არის აღნიშნული, სახლის საერთო ფართობი 700 კვადრატული მეტრია, ხოლო ეზოსი - 2 700 კვადრატული მეტრი.

განცხადების თანახმად, სახლი 7 საძინებლისგან (მათ შორის, 3 საგარდერობე ოთახი), 6 სველი წერტილისგან, 2 სასტუმრო ოთახისგან, იზოლირებული სამზარეულოსგან, ვერანდისგან შედგება და შესანიშნავი ხედები აქვს.

ასევე, ვხვდებით დამატებით სივრცეებს: მინუს სართულზე განლაგებული დიდი მოსასვენებელი ზონა, საბავშვო ოთახი, სამრეცხაო ოთახი, 2 აუზი, ბარბექიუს ზონა და ფარეხი...დაათვალიერეთ ფოტოები