53 წლის ასაკში გარდაიცვალა მსოფლიოში ცნობილი ავტონაწილების მწარმოებელი კომპანიის Sona Comstar-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სუნდჯაი კაპური. მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაცია თავად კომპანიამ გაავრცელა:
ტრაგედია პოლო თამაშის შემდეგ მოხდა, როცა კაპურს ფუტკარი პირში შეუფრინდა და ყელში უკბინა. ნაკბენმა ანაფილაქსიური შოკი გამოიწვია, რის შედეგადაც კაპური მოკლე ხანში გარდაიცვალა გულის გაჩერებით.
კაპური ხშირად მონაწილეობდა პოლო მატჩებში
საბედისწერო შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა კაპური თავის გუნდთან „აუერეუსთან“ ერთად „სუჯანის ინდოელ ვეფხვებთან“ პოლო მატჩში მონაწილეობდა - "კარტიეს დედოფლის თასის" ნახევარფინალში, რომელიც უინძორის Guards Polo Club-ში ჩატარდა. აღნიშნული კლუბი მჭიდროდ არის დაკავშირებული ბრიტანეთის სამეფო ოჯახთან - მისი პირველი პრეზიდენტი პრინცი ფილიპი იყო, ხოლო მას შემდეგ რაც ის გარდაიცვალა, თანამდებობა კარლ III-მ დაიკავა.
კლუბის წარმომადგენლებმაც უკვე გამოხატეს შეშფოთება მომხდარის გამო:
"Guards Polo Club-ის თავმჯდომარე, დირექტორები და წევრები შეძრწუნებულნი არიან სუნდჯაი კაპურის გარდაცვალებით. კლუბი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მისი მეუღლის - პრია საჩდევის, შვილების, კაპურების ოჯახის და გუნდის წევრების მიმართ. ამ ეტაპზე სხვა კომენტარს არ გავაკეთებთ, რათა თავიდან ავიცილოთ ოჯახისათვის ზედმეტი ტკივილი,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ოჯახი და პირადი ცხოვრება
სუნდჯაის მეუღლე იყო პრია საჩდევ კაპური, რომელმაც 2018 წელს შვილი გაუჩინა. მანამდე კაპური დაქორწინებული იყო ბოლივუდის ვარსკვლავზე - კარიშმა კაპურზე. წყვილმა ერთად 10 წელზე მეტი იცხოვრა და ორი შვილი გაზარდა: ქალიშვილი სამაირა და ვაჟი კიაანი. თუმცა, საბოლოოდ მათი ქორწინება დაინგრა. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მათი დაშორება მშვიდობიანად წარიმართა, მოგვიანებით კარიშმამ ყოფილ მეუღლეს სხვადასხვა ბრალდებები წაუყენა:
"სუნდჯაიმ მიმატოვა ჩვენი სერიოზულად ავადმყოფი ოთხთვიანი შვილის ერთად, მხოლოდ იმისთვის, რომ პრინც უილიამთან პოლო ეთამაშა. მივხვდი, რომ მხოლოდ იმიტომ მომიყვანა ცოლად, რომ კინოვარსკვლავი ვიყავი და პრესაში ხშირად ვხვდებოდი,“ - თქვა კარიშმამ ერთ-ერთ ინტერვიუში.